რუმინეთის კოალიციურმა მთავრობამ 2 სექტემბერს პარლამენტს საბოლოო დამტკიცებისთვის გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას.
ბუქარესტმა ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით.
რუმინეთს, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინას ესაჭიროება Patriot-ის ტიპის 25 სისტემა