„ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ... ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე. არადა, ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით“, - წერია ფონდის გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით არსებობდა - ყოველთვიური ბიუჯეტი 1200-დან 2000 ლარამდე თანხა, რითაც ხუთამდე ოჯახის დახმარება შეეძლოთ, ევროპიდან, მეგობრების გადმორიცხული ფულით ივსებოდა:
„ფონდი სამი წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს დაეხმარა მთელი საქართველოს მასშტაბით... სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, სამ იურისტს, იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს და არაერთ კომპეტენტურ ადამიანს ვკითხე რჩევა“.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდიკანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ასევე ნახეთ ბრძანება #1019 - ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში"კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ, 29 აგვისტოს დაწიყო. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას, საკითხის განხილვის დასრულებამდე.