კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პატივს სცემენ ქართულ კანონმდებლობას, რომლითაც დაცულია გაფიცვის უფლება:
„ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და კანონისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად... გვინდა გავიმეოროთ, რომ კომპანიის მიმდინარე შემცირება არის პროფკავშირის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. მიმდინარეობს შეფასების პროცესიც, რომლის საფუძველზე გადავწყვეტთ, რა დამატებითი ცვლილებები იქნება საჭირო“.
ასევე ნახეთ თანამშრომლები თანამშრომლების წინააღმდეგ - მოახერხებს „ევოლუშენი“ უვნებლად გადარჩენას?„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება, კომპანიის ცნობით კი - 700-მდე.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო.
ასევე ნახეთ როცა ეს თამაში აღარ არის - რა ხდება „ევოლუშენის“ კედლებს მიღმა?შიმშილობის აქცია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაფიცვის 33-ე დღეს დაიწყო. უფრო ადრე, 9 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ თანამშრომლების რაოდენობის შემცირება დაიწყო და ეს პროტესტს დაუკავშირა.
„კომპანიის მიმდინარე შემცირება არის პროფკავშირის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია“, - წერია „ევოლუშენის“ 26 აგვისტოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ „ევოლუშენი“ საქართველოში თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს