Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევოლუშენი“ საქართველოში თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს


„ევოლუშენ საქართველოს“ ოფისი
„ევოლუშენ საქართველოს“ ოფისი

„ევოლუშენ საქართველო“ თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს. კომპანია აღნიშნავს, რომ პროტესტის გამო მუშაობა შეფერხდა და ამ მიზეზით პარტნიორების ნაწილს აღარ სურს მასთან თანამშრომლობა.

საუბარია დასაქმებულთა რაოდენობის 1000-ით შემცირებაზე.

„ევოლუშენი ბიზნეს პარტნიორების სპეციფიკური მაგიდების უმეტესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიტანს. აღნიშნული მაგიდების შემცირება და დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ​ევოლუშენი არ გამორიცხავს რისკს, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, განახორციელოს შემდგომი შემცირება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.

გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს "ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG