უკრაინის დონეცკის რეგიონის საოლქო პროკურატურა ადასტურებს, რომ 25 აგვისტოს ქალაქ კრამატორსკის სასტუმრო "საფირის" ნანგრევებში იპოვეს ბრიტანეთის მოქალაქის ცხედარი. სასტუმროს შენობა 24 აგვისტოს მოექცა რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ.
დაჭრილია კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი.
რუსეთის რაკეტა სასტუმროს მოხვდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, შუაღამის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე - იუწყება ადგილობრივი მთავრობა.
კრამატორსკი მნიშვნელოვანი ქალაქია დონეცკის რეგიონში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს და რომელიც ერთგვარი ბაზაა საერთაშორისო ჟურნალისტებისა და მოხალისეებისთვის.
ასევე ნახეთ კრამატორსკში დარტყმა განხორციელდა სასტუმროზე, დაშავდნენ Reuters-ის ჟურნალისტები