ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში 23 აგვისტოს ცივი იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ რვა პირი.
პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თავდასხმასთან - მაგრამ უშუალო თავდამსხმელი 24 აგვისტოს კვლავ არ იყო დაპატიმრებული, პოლიცია მის ძიებას განაგრძობს.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 15 წლის პირი, და მიმდინარეობს გამოძიება მის შესაძლო კავშირზე თავდამსხმელთან.
ასევე ნახეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში სამი პირია მოკლული და რამდენიმე დაჭრილი