აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩადის, ვაშინგტონის გაძლიერებული ძალისხმევის ჩარჩოებში, შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში და დასრულდეს ათთვიანი ომი, რომელსაც 40 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ისრაელმა მას მერე დაიწყო, რაც შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთში ჰამასი (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად.) შეიჭრა. ამ ინციდენტის დროს 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად წაიყვანეს.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ეს ბლინკენის მეცხრე ვიზიტია ისრაელში.
ბლინკენის გამგზავრება ახლო აღმოსავლეთში მოჰყვა აშშ-ის წინადადებების წამოყენებას. ეს წინადადებები, აშშ-ის, ასევე მოლაპარაკების შუამავლების, ეგვიპტისა და კატარის აზრით, ხელს შეუწყობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის უთანხმოების მოგვარებას. ამერიკელმა მოხელეებმა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე ოპტიმიზმი გამოხატეს, მაგრამ გამოთქვეს გაფრთხილება, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი ისრაელის წარმომადგენლებს მიმართავს: "მიუღებლად მაღალია“ ღაზის სექტორში მოკლულთა რიცხვი ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელი: შუამავლები ღაზაში შეთანხმებისთვის წინასწარ ემზადებიან. ღაზაში საჰაერო დარტყმას 18 ადამიანი ემსხვერპლა