ხრისტო გროზევი დასავლეთს ჟურნალისტების რუსეთიდან გაყვანისკენ მოუწოდებს

ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი

ბულგარელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა დასავლურ საინფორმაციო ორგანიზაციებს მოუწოდა, უკან გაიხმონ რუსეთში მომუშავე ყველა კორესპონდენტი, რადგან არსებობს რისკი, რომ რუსეთმა ისინი დააკავოს და კრემლმა პატიმრების გაცვლისთვის გამოიყენოს.

"ახლა ისეთი დროა, როდესაც რუსეთიდან ინფორმაციის პატიოსნად გავრცელება შეუძლებელია", - განაცხადა Bellingcat-ის ჟურნალისტმა ბულგარეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ BNT-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთში ჟურნალისტების შემდგომი ყოფნის სარგებელი ძალიან მცირეა, „ჟურნალისტის დაკავების და სამომავლოდ გაცვლით ფონდში მათ უბრალო აქტივად ქცევის დიდ რისკთან შედარებით.“

1 აგვისტოს გაიმართა პატიმართა გაცვლა, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ, რუსეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. გაცვლა მოიცავდა აშშ-ის სამ მოქალაქეს, გერმანიის ხუთ მოქალაქეს და რვა რუს აქტივისტს.

ციხეში რჩება კიდევ რამდენიმე ამერიკელი, რომლებსაც ვაშინგტონი უსამართლოდ დაპატიმრებულად მიიჩნევს, და ასობით რუსეთის მოქალაქე, რომლებსაც დასავლეთი პოლიტპატიმრებს უწოდებს. დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, რომ ენერგიულად განაგრძონ მათი გათავისუფლების მცდელობა.

ასევე ნახეთ

„ისინი მძიმე პირობებში რჩებიან“ - ის, ვინც პატიმრების გაცვლაში ვერ მოხვდა

ხრისტო გროზევის თქმით, რუსეთში უცხოელების დაპატიმრება იგეგმება. იგივე დასკვნამდე მივიდნენ Wall Street Journal-ის ჟურნალისტები, რომლებმაც გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს, რომ გერშკოვიჩის დაკავება იყო დაგეგმილი ოპერაცია და არა მის მიერ საიდუმლო ინფორმაციის შეგროვების მცდელობის შედეგი.

ხრისტო გროზევმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ წინასწარ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან თავად განაცხადა ინტერვიუში. გროზევმა აღნიშნა, რომ გასაცვლელი ადამიანების სია მოლაპარაკებების პროცესში წლების განმავლობაში იცვლებოდა.

ასევე ნახეთ

თეთრი სახლი ადასტურებს 16 პატიმრის, მათ შორის კურმაშევას, გერშკოვიჩის, უილანისა და კარა-მურზას გათავისუფლებას