Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ადასტურებს 16 პატიმრის, მათ შორის კურმაშევას, გერშკოვიჩის, უილანისა და კარა-მურზას გათავისუფლებას


„ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა. 
„ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა. 

თეთრი სახლი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის „პატიმართა დიდი გაცვლის“ პროცესში გათავისუფლდა 16 პატიმარი - მათ შორის ალსუ კურმაშევა, ივან გერშკოვიჩი, პოლ უილანი და ვლადიმირ კარა-მურზა.

თეთრი სახლისვე თანახმად, მალე პატიმართა გაცვლის შესახებ საგანგებო მიმართვას გააკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

26 დაკავებული პირის გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1 აგვისტოს ანკარაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "დიდი გაცვლის" ფარგლებში გათავისუფლდნენ ასევე ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი და გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული, “ეფესბეს” ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი.

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას, რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და, ცხადია, არ დაუმსახურებია უსამართლო მოპყრობა და თავის საყვარელ ოჯახთან და კოლეგებთან იძულებითი განშორება“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.


"ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის", - იმეორებს რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი და პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა "გათავისუფლდეს რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი, რომლებიც ბელარუსისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ციხეებში სასტიკ პატიმრობაში იმყოფებიან".

  • რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო თითქმის სამი წელია, ოკუპირებულ ყირიმში გისოსებს მიღმა იმყოფება რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთხზული ბრალდებით.
  • რადიო თავისუფლების ჟურნალისტ იჰარ ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
  • იანვარში მის ცოლს, დარია ლოსიკს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
  • რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელ ანდრეი კუზნეჩიკს 2022 წელს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში ედება ბრალი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG