კრემლმა რუსეთში Signal-ი დაბლოკა

მესენჯერი Signal-ი დაბლოკილია რუსული "კანონმდებლობის დარღვევის გამო", - განაცხადა 9 აგვისტოს რუსეთის ინტერნეტმარეგულირებელმა "როსკომნადზორმა".

მესენჯერს ედავებიან, რომ ის შეიძლება გამოიყენონ "ტერორირსტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის", - წერს დამოუკიდებელი გამოცემა "მედუზა".

მისი ინფორმაციით, Signal-ის დაბლოკვა 9 აგვისტოს, დილიდანვე დაიწყო. რუსი ინტერნეტნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ის აღარ იხსნება VPN-ის გარეშე.

Signal-ი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სპეცსამსახურებისთვის რთულად "გასატეხ" მესენჯერად ითვლება. მათ შორის, იმის ხარჯზე, რომ ის ორმხრივად შიფრავს კომუნიკაციას.

ეს უკვე მეორე პოპულარული ინტერნეტსერვისია, რომელიც რუსეთში ამ კვირაში გაითიშა.

8 აგვისტოს, რუსული მედია წერდა, რომ შეიზღუდა ვიდეოპლატფორმა Youtube-ზე წვდომაც.

ასევე ნახეთ კრემლმა რუსეთში იუთუბი დაბლოკა?