რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები, იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი".
სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება.
რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას მერე, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. მას შემდეგ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრზე და ოცამდე დასახლებაზე - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, ბლოგერები და სხვა წყაროები.
ასევე ნახეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ კურსკის რეგიონში