ჩრდილოეთ კორეამ ფრონტისპირა ნაწილებისთვის ბირთვული რაკეტების გამშვები 250 დანადგარის მიწოდება აღნიშნა. ჩარდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, 5 აგვისტოს ცერემონიაზე ამ ქვეყნის მმართველი კიმ ჩენ ინი გამოვიდა მოწოდებით, უწყვეტად გაფართოვდეს ქვეყნის სამხედრო ბირთვული პროგრამა აშშ-ისგან მომავალი სავარაუდო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
შეშფოთება კიმის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან გამოთქვა ბირთვული იარაღის განთავსების სურვილი სამხრეთ კორეასთან საზღვრის გასწვრივ და უფლება მისცა თავის ჯარს, გამაფრთხილებელი ბირთვული დარტყმებით უპასუხონ, თუკი მათი შეგრძნებით, ხელმძღვანელობას საფრთხე ემუქრება.
ასევე ნახეთ სეულმა შეიძლება კიევისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს პუტინსა და კიმს შორის შეთანხმების გამო