საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტში) ჩატარდა.
ღონისძიების გამართვამდე კობახიძე შეხვდა ირანის არჩეულ პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ასევე ნახეთ ფიცი დადო ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმასაქართველოს პრემიერთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ასევე ნახეთ ირანის ახალი „პრინციპული რეფორმისტი“ პრეზიდენტიირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.
ასევე ნახეთ პრემიერი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა