პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 29 ივლისს კიდევ ერთხელ ილაპარაკა იმ ახალი სტადიონის პროექტზე, რომლის აშენებასაც ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტთან აპირებენ.
ახალ პროექტზე საუბრისას პრემიერმა პირველად აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია.
„ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
22 აპრილს, როდესაც კობახიძემ ახალი სტადიონის პროექტზე მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა, მას „დინამო არენის“ მდგომარეობა არ უხსენებია.
„[ახალი სტადიონი] ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება“, - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ მთავრობა თბილისის ახალ აეროპორტთან სტადიონის აშენებას აანონსებს28 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სტადიონი განკუთვნილი იქნება ფეხბურთისა და რაგბისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობამ ახალი სტადიონის აშენება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანას დაუკავშირა.
ასევე ნახეთ კობახიძემ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის გამო სპორტულ კომენტატორს „პოლიტიკურად მიკერძოებული“ უწოდა„იქნება გათვლილი 70 000 მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს „დინამოს“ სტადიონზე ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მაგალითისათვის, ჩვენ გვექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ უკვე აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე“, - თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.
„დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2023 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა.
„დინამო არენაზე“ გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან).
მაშინ, როდესაც ახალი სტადიონის მშენებლობაზე საუბრისას აქცენტი მის ტევადობაზეა დასმული, უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ 2024 წლის შემოდგომაზე, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე“, რომელზეც, „დინამო არენასთან“ შედარებით, ბევრად ნაკლები გულშემატკივარი ეტევა.
უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს „დინამოს“ სტადიონის მდგომარეობას.
ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, ოფიციალური ინფორმაციით, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს აქვე ჩატარდება საქართველო-ალბანეთის მატჩი.
ასევე ნახეთ ექსპერტიზამ უნდა გადაწყვიტოს - რომან ფიფია კობახიძეს პასუხობს