დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში 38 დეპუტატის სარჩელი შევიდა. მანამდე სასამართლოში "აგენტების კანონის" არაკონსტიტუციურობის საკითხზე ორი სარჩელი იყო შეტანილი.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა„მართალია, სამივე სარჩელი სხვადასხვა დროს შემოვიდა და შინაარსით ზუსტად იდენტური არ არის, მაგრამ არსებობს რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, მათი გაერთიანება შეიძლება... კანონის შეჩერება არის განმწესრიგებელი სხდომის ნაწილი (რომელზეც განიხილება სარჩელის მიღების საკითხი)“, - თქვა მერაბ ტურავამ.
ის ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის შეიძლება იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ კანონზე.
„აგენტების კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სულ სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის უპრეცედენტო სარჩელი - საკონსტიტუციო სასამართლოს 78-ე მუხლის შესაძლო დარღვევაზე მოუწევს მსჯელობა ასევე ნახეთ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანენსაერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო