იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე გურო იმნაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო უხეშად შეიჭრა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებაში, როცა შეაჩერა საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ გამოცემული განკარგულების მოქმედება. იმნაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, სასამართლო ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი ივანიშვილს: როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს?„აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ, ფაქტობრივად, თვითნებურად აღიჭურვა თავი გააკონტროლოს, თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ - არა...
აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება“, - განაცხადა გურო იმნაძემ.
ასევე ნახეთ ყველაფერი ვეტინგზე: როგორ უნდა გაიწმინდოს სისტემა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგანგუშინ, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. მას საფუძვლად დაედო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.
ასევე ნახეთ სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნასასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ამ განკარგულების მოქმედება სამართალწარმოების დასრულებამდეა შეჩერებული.
ასევე ნახეთ „კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებას გამოეხმაურაიუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე. ექვსი არამოსამართლე წევრიდან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი ამტკიცებს. პრეზიდენტმა სწორედ იმ ერთი წევრის შესარჩევად გამოაცხადა კონკურსი და შექმნა საკონკურსო კომისია. კომისიამ ხუთი კანდიდატიდან პრეზიდენტს ორზე მისცა რეკომენდაცია. მათგან სალომე ზურაბიშვილმა კახა წიქარიშვილი შეარჩია.
პრეზიდენტს კანონი არ ავალდებულებდა კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას, მას შეეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატი დასაბუთების გარეშე დაენიშნა.