"მთავარ არხთან" კომენტარისას ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნებიდან" "ბევრი გადავა" მის გუნდში.
"პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია "საქართველოსთვის" მონაწილეობს დამოუკიდებლად... თუ რაიმე შეიცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოფნის პასუხისმგებლობა, ამას ჩვენგან გაიგებენ.
მე გადავალ ოდესმე "ქართულ ოცნებაში"? მე ვფიქრობ, ზედმეტია... არასერიოზულია... "ქართული ოცნებიდან" ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა", - ამბობს გიორგი გახარია.
ასევე ნახეთ 100 დღე არჩევნებამდე - ყველაფერი ამ მომენტისთვის ასევე ნახეთ რა აჯობებდა და რა ხდება - ოპოზიციის განლაგება და კვლევის შედეგებისაპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების რამდენიმე გაერთიანება შეიქმნა. 17 ივლისს გახდა ცნობილი, რომ პარტიები "ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
მანამდე არჩევნებისთვის გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიები "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის".
8 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანება "ერთიანობა".
ასევე ნახეთ რატომ არ გაერთიანდა „ლელო“ სამ ოპოზიციურ პარტიასთან? - სამადაშვილის პასუხი