აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს მას მერე, რაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში სროლა იყო ამომრჩეველთან მის შეხვედრაზე.
საიდუმლო სამსახური გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა".
ასევე ნახეთ FBI: იდენტიფიცირებულია ტრამპზე თავდამსხმელი - ის 20 წლის მეთიუ კრუქსიასამართალდამცავების განცხადებით, მსროლელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, ინციდენტის შედეგად დაღუპულია კიდევ ერთ ადამიანი. მათივე ცნობით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ, როგორც ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას. მათივე ცნობით,
"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს და პირველადი რეაგირების [თანამშრომლებს] მათი სწრაფი მოქმედებისთვის ამ ვერაგული შემთხვევის დროს, - წერს ტრამპის პრესმდივანი და დასძენს, - იგი თავს კარგად გრძნობს და შემოწმება უტარდება ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. სხვა დეტალები მოგვიანებით გავრცელდება".
ტრამპი - რომელსაც რესპუბლიკური პარტია, დიდი ალბათობით, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს 2024 წლის არჩევნებზე - ხალხს საზღვარზე გადასვლის მონაცემებს აჩვენებდა, როცა გაისმა, როგორც ჩანს, სროლის ხმა.
ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო და ჩაიმალა, როცა მის წინ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დაჯგუფდნენ ცოცხალი კედლის ფორმით.
ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და ჰაერში მუშტი მოიღერა, მანქანაში ჩაჯდომამდე.
სროლა მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარაუდობენ, რომ ყრილობაზე პარტია ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მადლიერებას გამოხატავს, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს.
"ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც შეხვედრას ესწრებოდა. ველოდებით დამატებით ინფორმაციას", - ამბობს ბაიდენი.
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი სწრაფად გაიყვანეს წინასაარჩევნო შეხვედრიდან, სადაც სროლის ხმა იყო