თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ შეუძლებელია ნატოს პარტნიორობის გაგრძელება ისრაელის ადმინისტრაციასთან.
ერდოანის სიტყვები Reuters-ს მოჰყავს: “სანამ პალესტინაში არ დამყარდება ყოვლისმომცველი და მტკიცე მშვიდობა, ნატოს ჩარჩოებში ისრაელთან თანამშრომლობას თურქეთი არ მიემხრობა”, - განაცხადა ერდოანმა ნატოს სამიტის დროს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ არის მიმართული. ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს, დაავალა, შეხვდეს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს, რათა დაიწყოს სირიასთან ურთიერთობის აღდგენა.
რაც შეეხება თურქეთისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვას, ერდოანმა თქვა, რომ ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მან უთხრა, რომ „პრობლემას მოაგვარებს 3-4 კვირაში.“
ასევე ნახეთ ერდოანი ასადს იწვევს თურქეთ-სირიის კავშირების აღსადგენ მოლაპარაკებაზე