Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ასადს იწვევს თურქეთ-სირიის კავშირების აღსადგენ მოლაპარაკებაზე


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთი "ნებისმიერ დროს" გაუგზავნის მიწვევას სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შესაძლო მოლაპარაკებებზე, რომლითაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის კავშირები უნდა აღდგეს - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 7 ივლისს.

"ჩვენ მოწვევას გავუგზავნით [ასადს]; ამ მოწვევით გვსურს თურქეთ-სირიის კავშირები უწინდელ დონეზე აღვადგინოთ. ჩვენი მოწვევა ნებისმიერ დროს იქნება მოქმედი" - თქვა ერდოანმა, თურქეთის მედიაში გავრცელებული მისი ინტერვიუს ტექსტის თანახმად.

თურქეთმა სირიასთან კავშირი 2011 წელს გაწყვიტა, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ - რომელშიც თურქეთი მხარს უჭერდა ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG