„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის“, - თქვა ნიკა გვარამიამ, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ რატომ არ გაერთიანდა „ლელო“ სამ ოპოზიციურ პარტიასთან? - სამადაშვილის პასუხი ასევე ნახეთ ოპოზიციის დეკლარაცია პრეზიდენტის ქარტიის შემდეგ - რას ნიშნავს ერთიანობა?გუშინ, 8 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანება „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრებს შორის დასახელდნენ:
- გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი;
- სოფო ჯაფარიძე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი;
- ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;
- ანა მოსაძე - სამოქალაქო აქტივისტი;
- თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი;
- არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი;
- გიორგი ვაშაძე - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი;
- ირაკლი ფავლენიშვილი - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი;
- ლაშა დიაროვი - სამოქალქო აქტივისტი.
საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს 5-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. ამ არჩევნებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „სხვანაირი ერთობა“ და „ქართული ქარტია“ წარმოადგინა. პრეზიდენტის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.
ასევე ნახეთ თუ საერთო სია არა, მაშ - რა? - პოლიტიკური პარტიების ლიდერები ჰყვებიან, რას გეგმავენ არჩევნებისთვის
„ქართულ ქარტიას“ შეუერთდნენ 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პარლამენტის ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი. მათ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, რომ „ქარტიაში“ გაწერილი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოში ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.