უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში შეხვედრის გამართვას ითხოვს და აცხადებს, რომ სამაგიერო გადახდილი იქნება რუსეთის "მასშტაბური" საჰაერო თავდასხმისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით - მათ შორის, როგორც ჩანს, საკრუიზო რაკეტისთვის, რომელიც ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს დაეცა 8 ივლისს, შუადღის წინ.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორმა და ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა სწრაფად დაგმეს რუსეთის თავდასხმები, რომლებსაც, უკრაინის მესვეურთა თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 29 ადამიანი შეეწირა, დაიჭრა კიდევ ათობით პირი. კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
ზელენსკის თქმით, "სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტმა რაკეტამ" მიზანში ამოიღო კიევი, დნეპროპეტროვსკი და კრივოი როგი ცენტრალურ უკრაინაში, ისევე, როგორც კრამატორსკი და სლოვიანსკი დონეცკის რეგიონში.
ზელენსკის თქმით, ამ დაბომბვების თაობაზე ის მოიწვევს შეხვედრას გაეროს უშიშროების საბჭოში და დასავლეთს მოსთხოვს "უფრო მკაცრი პასუხის" გაცემას.
ასევე ნახეთ კიევსა და სხვა ქალაქებში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 23 ადამიანი