TV24-ის დირექტორი ამავე არხის 100%-იანი წილის მფლობელი ირა ფიჩხაძე ხდება. ცვლილებების დასარეგისტრირებლად მოთხოვნა უკვე შესულია საჯარო რეესტრში.
რეესტრში შეტანილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ნანა ლეჟავას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება 6 ივლისს არის მიღებული.
დღეს, 8 ივლისს რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ.
ასევე ნახეთ ნანა ლეჟავამ TV24 დატოვაTV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ცოლს, ირა ფიჩხაძეს ეკუთვნის.
ასევე ნახეთ „ჩემი მეუღლის ტელევიზიაა“ - რატომ გაიხსნა და ვის ეკუთვნის TV24