რომის პაპმა, ფრანცისკემ 7 ივლისს გააკრიტიკა პოპულისტური პოლიტიკა და მისი თქმით "იდეოლოგიის მწვირე", და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მსოფლიოს მრავალ ადგილას დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის.
87 წლის პაპი ამ განცხადებებით გამოვიდა ჩრდილოაღმოსავლეთის ქალაქ ტრიესტში. ის ამჟამად ემზადება 12-დღიანი ტურნესთვის აზიაში, რომელიც სექტემბერშია დანიშნული.
რომის კათოლიკური ეკლესიის ყოველწლიურ შეკრებაზე გამოსვლისას, ფრანცისკემ თქვა, რომ ბევრი ადამიანი თავს გრძნობს დემოკრატიისგან გარიყულად, რადგან ღარიებებს და სუსტებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.
"იდეოლოგიები მაცდურია. ზოგი ადამიანი მათ ადარებს 'ჰამელინელ მესტვირეს'. ისინი გაცდუნებენ, მაგრამ გაიძულებენ საკუთარი თავი უარყო" - თქვა პაპმა ალუზიით ძველ ზღაპარზე, რომელშიც ვირთხების დამჭერი თავის მაგიურ ძალას იყენებს ქალაქიდან ბავშვების წასაყვანად.
ასევე ნახეთ ფრანცისკე: იარაღი მშვიდობას არასოდეს მოიტანს