რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა ავსტრიის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია ORF-ის მთავარ კორესპონდენტს, კაროლ შნაიდერს. მან უახლოეს მომავალში უნდა დატოვოს რუსეთი.
ამ ნაბიჯს უწყებამ უწოდა პასუხი ვენაში ТАСС-ის ბიუროს ხელმძღვანელისთვის, არინა დავიდიანისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე. 24 ივნისს ავსტრიის ხელისუფლებამ მას სთხოვა, დაეტოვებინა აკრედიტაციის მოწმობა და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში - ქვეყანა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიძლება აღუდგინოს აკრედიტაცია კაროლ შნაიდერს იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიის ხელმძღვანელობა შეცვლის თავის გადაწყვეტილებას დავიდიანის მიმართ.
ადრე რუსეთმა აკრედიტაცია გაუუქმა ORF-ის ჟურნალისტ მარია კინპს-ვიტინგს - ТАСС-ის კორესპონდენტის, ივან პოპოვის მიმართ ვენის ანალოგიური მოქმედების საპასუხოდ. მარტში ავსტრიულმა ყოველკვირეულმა გამოცემა Falter-მა დაწერა, რომ ავსტრიაში ТАСС-ამოფარებული, სააგენტოს შტატში შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ ჯაშუშობით დაკავებული.
ასევე ნახეთ ბელგიელი და ჰოლანდიელი გამომძიებლები: რუსეთის 17 დიპლომატი ნიდერლანდებში ჯაშუშობით იყო დაკავებული