ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის თანახმად, დააკავეს რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვართან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები.
„გრძელდება ოპერატიული სამუშაოები, არის ხალხი, რომელიც [განყოფილებაში] მიიყვანეს, როგორც ეჭვმიტანილი საზღვართან ჩადენილ დანაშაულში, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ისინი იკითხებიან, დგინდება მათი მონაწილეობა დანაშაულში“, - უთხრა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს თანამოსაუბრემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერ კიუტის განაცხადებით, დაკავებულია ოთხი ადამიანი, სამი მათგანი აფხაზეთიდან, ერთი კი რუსეთიდანაა.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ მკვლელობაზე საქმე აღიძრამანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ რუსული მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „აფხაზეთის საბაჟო პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, არ არის საავტომობილო ტრანსპორტის შეფერხება აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის კვეთისას, ორივე მიმართულებით“.
კვირას ოკუპირებული აფხაზეთში მომხდარი სროლის შედეგად მოკლეს ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.