ოკუპირებული გაგრის ე.წ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთთან ე.წ. საზღვართან რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ამის შესახებ წერს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი, დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურატურაზე“ დაყრდნობით.
დე ფაქტო უწყების თანახმად, "რაიონის პროკურატურამ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა“.
23 ივნისის საღამოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვართან მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ერთ ადამიანი, სამი კი დაიჭრა. დე ფაქტო პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცირებული ჰყავს და მათ ეძებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, რობერ კიუტის თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელები „აფხაზეთის მოქალაქეები არიან“.
ტასის ცნობით, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ფორუმი