„ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს... მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს“, - თქვა ბენდელიანმა.
16 ივნისს გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მილსადენი სოფელ წიწამურთან, რომლითაც დედაქალაქი წყლით მარაგდება. ამ მიზეზით წყლის მიწოდება შეუწყდა 110 000 ოჯახს. მათგან 63 351 აბონენტს დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალს შეზღუდული დროით მიაწვდიან.
ასევე ნახეთ GWP: ავარიულად დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, გლდანის ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებსროგორც წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს. არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეც.
დამატებით კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ აბონენტებს, რომლებსაც წყლის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ, ალტერნატიული გზით, დღე-ღამის განმავლობაში სამი-შვიდი საათის ხანგრძლივობით მიაწვდიან წყალს.
ასევე ნახეთ სად და რამდენი ხნით აღდგება წყლის მიწოდება? - GWP გრაფიკს აქვეყნებს