Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GWP: ავარიულად დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, გლდანის ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს 


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებით, დღეს, 16 ივნისს, სოფელ წიწამურის მიმდებარედ ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი. სწორედ ის ამარაგებს სასმელი წყლით თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას.

კომპანია აღნიშნავს, რომ ტექნიკური ჯგუფები შემთხვევის ადგილზე არიან. ისინი დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის რამდენიმე მიმართულებებით მუშაობენ.

„მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს“, - წერია განცხადებაში.

GWP ცნობით, 16 ივნისის 22:00 საათზე კომპანია მოქალაქეებს დამატებით მიაწვდის ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG