საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა. ის წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის წინ ზურაბიშვილთან საქართველოს მომავლის შესახებ „კარგი საუბარი ჰქონდა“.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს, ჰქონდეს დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული მომავალი.
შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში, 15-16 ივნისს კიევის ინიციატივით ჩატარდა მშვიდობის სამიტი - უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში ომის დასრულების გზების გარშემო.
უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, სამიტზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 15 ივნისს სიტყვით გამოვიდა და შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ლიდერებს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა