შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში 15 ივნისს დაწყებულ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თავის გამოსვლაში სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის მეთაურები. მისი თქმით, ყველაფერი რაზეც შეთანხმდებიან შეხვედრის მონაწილეები, იქნება ნაწილი სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ასევ გვჭირდება. ზელენსკიმ რწმენა გამოთქვა, ამ სამიტზე გავხდებით იმის მოწმე, თუ როგორ იქმნება ისტორია”.
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც თავისი სიტყვით შვეიცარიის და უკრაინის პრეზიდენტებს, ვიოლა ამჰერდს და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თქვა, რომ უკრაინელები ომის დაწყებიდან იბრძვიან მათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ამასთან, „მთლიანად ევროპის და მისი საზღვრების გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობისთვის მხარდაჭერის, შენარჩუნების და აღდგენისთვის“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მხოლოდ იზიარებს უკრაინელი ხალხის მძიმე მდგომარეობას, „რომელიც ჩვენ ჩვენი მხრივ გადავიტანეთ - “ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ასე ჰქვია ფილმს, და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომის საქართველოს წინააღმდეგ, არა ერთხელ, ბევრჯერ, და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.“
ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე ორდღიან სამიტზე თქვა ასევე, რომ ამიტომ შეუძლია საქართველოს გაიზიაროს ის, რასაც განიცდის უკრაინა: „ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება არასტაბილურობისა და კონფრონტაციის გამო, რომელიც რუსეთმა მოიტანა შავი ზღვაზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის ნაცვლად, ის, რაზეც ჩვენ ვიქრობთ: შავი ზღვის მილიტარიზაცია, როცა რუსეთი გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნას“.
ჩვენს ქვეყანას, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს ბირთვული უსაფრთხოების გამო შეშფოთება, გამოცადა რა ჩერნობილის კატასტროფის შედეგები.
„ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავიზიაროთ რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და ადგილი დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში, მშვიდობას ევროპაში. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, სხვა წინმსწრები ნაბიჯების გარდა, რომელიც დღეს უნდა შემუშავდეს, როცა რუსეთი გაიაზრებს, რომ მას აქვს საზღვრები როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, და რომ მას ჰყავს მეზობლები, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები, დიდი სახელმწიფოები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა აღიარებს თავის მეზობლებს, პატივს სცემს თავის მეზობლებს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას“.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა დაასრულა ლოზუნგით უკრაინულ ენაზე, „სლავა უკრაინი“.
ასევე ნახეთ "საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - შვეიცარიაში გაიმართა ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრა ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში ზელენსკის შემდეგ ანჯეი დუდას და მაია სანდუსაც შეხვდალუცერნის მახლობლად მიმდინარე სამიტში მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მეთაური და ორგანიზაცია მონაწილეობს.
აშშ-ს წარმოადგენენ ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და მრჩეველი უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანი.
სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევს მოუწოდა, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების სურვილზე და გადასცეს მოსკოვს ოთხი რეგიონი, რომლებზეც რუსეთს პრეტენზია აქვს. ეს წინადადებები, რომლებსაც კიევმა „მანიპულატორული“ და „აბსურდული“ უწოდა, იმის ნიშანია, რომ პუტინს კონფლიქტის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რამაც ჩრდილი მიაყენა ლუცერნის სამიტს.
ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებენ რუსეთი და ჩინეთი.
ასევე ნახეთ მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მეთაურები შეიკრიბნენ უკრაინის გამო სამიტზე, რომელსაც პუტინის მოთხოვნებმა ჩრდილი მიაყენა