Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მეთაურები შეიკრიბნენ უკრაინის გამო სამიტზე, რომელსაც პუტინის მოთხოვნებმა ჩრდილი მიაყენა


უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში ჩასვლისას, 2024 წლის 14 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში ჩასვლისას, 2024 წლის 14 ივნისი

15 და 16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში იმართება შეხვედრა - სამიტი უკრაინაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო. მასზე რუსეთის და ჩინეთის არყოფნამ სერიოზული გარღვევის შესაძლებლობა ერთობ შეამცირა.

სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევს მოუწოდა, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების სურვილზე და გადასცეს მოსკოვს ოთხი რეგიონი, რომლებზეც რუსეთს პრეტენზია აქვს.

ეს წინადადებები, რომლებსაც კიევმა „მანიპულატორული“ და „აბსურდული“ უწოდა, იმის ნიშანია, რომ პუტინს კონფლიქტის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რამაც ჩრდილი მიაყენა ლუცერნის სამიტს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს 90-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით სამიტზე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს სამშვიდობო სამიტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:58 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG