ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი" არ დაბლოკავს" უკრაინის შემდგომი დახმარების თაობაზე ალიანსის გადაწყვეტილებას. სტოლტენბერგის თქმით, ამის შესახებ მას 12 ივნისს მოლაპარაკებების დროს განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანმა, რომელმაც კვლავაც დაადასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.
„ამ საქმიანობაში უნგრელი პერსონალი არ ჩაერთვება და მის მხარდასაჭერად არც უნგრეთის ფინანსები იქნება გამოყენებული. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი ამ ძალისხმევას წინააღმდეგობას არ გაუწევს და სხვა მოკავშირეებს წინსვლის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მომავალ თვეში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ნატოელი კოლეგები, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან ახალ სისტემაზე, რომელიც უსაფრთხოებისა და სამხედრო მომზადების მხრივ უკრაინისთვის უფრო უფრო პროგნოზირებად და გრძელვადიან დახმარებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
Telegraph: ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს
ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
Telegraph-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ გაწევრების გარკვეულ გზას კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე.