რუსეთი: ირანთან შეთანხმების გზაზე „ძირითადად პროცედურული საკითხები“ დგას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კრემლში ესალმება ირანის აწ გარდაცვლილ პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის. 7 დეკემბერი, 2023 წელი

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი შეძლებენ ხელი მოაწერონ ირანთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმებას მაშინვე, როცა თეირანი მოახერხებს ზოგიერთი „ძირითადად პროცედურული საკითხების“ მოგვარებას.

Reuters-ის სააგენტოს მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები.

კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, მოსკოვი ამ შეთანხმების ერთგულია.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანს მიუსამძიმრეს პუტინმა, ლუკაშენკამ, სი ძინპინმა და სხვებმა