საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ სამშვიდობო სამიტში - აცხადებს მაკრონის ოფისი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის, სერჰი ნიკიფოროვის თქმით, 15-16 ივნისის სამიტში მონაწილეობის მიღება დაადასტურა 107-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოიპოვებს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას იმ პირობებისთვის, რომელთა შესრულებასაც აუცილებლობად მიიჩნევს რუსეთთან ომის დასასრულებლად.
აშშ სამიტზე წარმოდგენილი იქნება ვიცე-პრეზიდენტით, კამალა ჰარისით და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით, ჯეიკ სალივანით.
რუსეთი სამიტზე მიწვეული არ არის.
ასევე ნახეთ აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი