ბლინკენმა ისრაელის ლიდერებს დაურეკა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2 ივნისს ისრაელის ლიდერებს დაურეკა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბლინკენი ელაპარაკა ომის კაბინეტის მინისტრს, ბენი განცს და თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს. განცხადების თანახმად, ბლინკენმა ორივე საუბარში ისრაელი "შეაქო" ამ შეთანხმების გამო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა. ბლინკენის თქმით, ახლა შეთანხმების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრება ჰამასს. ჰამასი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ასევე ნახეთ ღაზაზე ბაიდენის გეგმა "არ არის კარგი შეთანხმება", მაგრამ ისრაელი მას დათანხმდება - ნეთანიაჰუს მრჩეველი