Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაზე ბაიდენის გეგმა "არ არის კარგი შეთანხმება", მაგრამ ისრაელი მას დათანხმდება - ნეთანიაჰუს მრჩეველი


პალესტინელი დევნილები. ღაზა, 2024 წლის მაისი
პალესტინელი დევნილები. ღაზა, 2024 წლის მაისი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა 2 ივნისს დაადასტურა, რომ ისრაელი დათანხმდა ღაზაში ომის დასრულების გეგმის ჩარჩოს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა.

თუმცა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნეთანიაჰუს მთავარი მრჩეველი ოფჰირ ფალკი ამბობს, რომ შეთანხმება ნაკლოვანია და მეტ დამუშავებას საჭიროებს.

ბრიტანეთის გამოცემა Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფალკი ამბობს, რომ ბაიდენის წინადადება "არის შეთანხმება, რომელსაც დავთანხმდით. ეს კარგი შეთანხმებაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა მძევლების გათავისუფლება, ყველა მათგანის".

ღაზაში მიმდინარე ომს ბიძგი მისცა გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მხრიდან სამხრეთ ისრაელზე მიტანილმა იერიშმა, რომელსაც ემსხვერპლა 1189 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები - ამ მონაცემს, ისრაელის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო AFP ავრცელებს. 252 ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათგან 121 კვლავ ღაზაში რჩება, 37 დაღუპულადაა გამოცხადებული.

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის საპასუხო შეტევას ამ დრომდე ღაზაში ემსხვერპლა 36 200-ზე მეტი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG