სლოვენიის მთავრობამ აღიარა პალესტინის სახელმწიფო, საჭიროა პარლამენტის თანხმობა

რობერტ გოლობი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი

სლოვენიის მთავრობამ 30 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება, აღიარებულ იქნეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა მას შემდეგ, რაც ანალოგიური ნაბიჯები გადადგეს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ.

"დღეს მთავრობამ გადაწყვიტა, პალესტინა აღიაროს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო", - თქვა გოლობმა ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირის წევრი სლოვენიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში სლოვენიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

სლოვენიის ეს ნაბიჯი არის ნაწილი სახელმწიფოთა ფართო ძალისხმევისა, ღაზაში ომის დასასრულებლად, კოორდინირებულად განახორციელონ ზეწოლა ისრაელზე.

ასევე ნახეთ ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ აღიარეს პალესტინის სახელმწიფო