ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ინვესტორის გამოვლენის კონკურსში წინადადების მხოლოდ ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგის მიერ წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ და განაგრძო, - ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება. ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო ეს სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ.“
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება გამარჯვებულადპრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება".
ასევე ნახეთ რა ვიცით ანაკლიის პორტის ინვესტორ კომპანიაზე?29 მაისს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა, წარადგინა. გამარჯვებული ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.