ამის შესახებ მან ისაუბრა 28 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ", - თქვა კობახიძემ.
მანამდე, საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები საპასუხოდ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
ასევე ნახეთ ევროკავშირი ყველა ვარიანტს განიხილავს რეაგირებისთვის - ევროკომისია "აგენტების კანონის" მიღებაზესაქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მას ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.
ასევე ნახეთ სია: დეპუტატები, რომლებმაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს