2020 წლის ოქტომბერში, როცა ეს ქალები დეპუტატები გახდნენ, კვოტირების სავალდებულო წესი მოქმედებდა.
15 მაისს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქალმა დეპუტატებმა დაუჭირეს. მათ შორის არიან:
- რიმა ბერაძე;
- მაია ბითაძე;
- ელისო ბოლქვაძე;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- ირმა ზავრადაშვილი;
- ბაია კვიციანი;
- მარიამ ლაშხი;
- ეკა სეფაშვილი;
- სალომე ქურასბედიანი;
- ქეთევანი ჩარკვიანი;
- ნინო წილოსანი;
- ხატია წილოსანი;
- გრეტა წიწავა;
- სალომე ჯინჯოლავა.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით გაუქმდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს საპარლამენტო არჩევნების სიაში დროებით, სულ მცირე ყოველ მეოთხედ, ქალის ჩაწერას ავალდებულებდა.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა „გირჩის“ მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. 18 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო30 აპრილს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კალანდარიშვილის კანდიდატურას, შეთანხმების შესაბამისად, ხმა მისცეს „გირჩის“ წევრებმა. როგორც „გირჩში“ ამბობენ, ეს იყო კვოტირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმების ნაწილი.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე შეცვლილი კოდექსით ხუთი წლით აირჩია