ლარი დოლართან მიმართებით 4,57 თეთრით, ევროსთან კი 5,7 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2,73 ლარი გახდა, ერთი ევროს ღირებულება კი 2,96 თეთრია. ლარი 7,30 თეთრით გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4 ლარი გახდა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი 40-ზე მეტი ვალუტის მიმართ არის გაუფასურებული.
დღეს დადგენილი კურსი 16 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ლარის ოფიციალური კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დგინდება.
ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.
“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასიც დაეცა.
ასევე ნახეთ ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა, Bloomberg-ზე უფასურდება ლარიცლარის კურსის ვარდნა და ქართული კომპანიების აქციების ფასის შემცირება დაიწყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ "აგენტების კანონის" მიღებიდან მეორე დღეს.
14 მაისს, „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის კანონზე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენით მაინც მიიღო "აგენტების კანონი". პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირობა აქვს დადებული, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა პარლამენტს უბრალო უმრავლესობით შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
ასევე ნახეთ გაიწვიეთ კანონი - ბორელი და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავენ ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ „ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს!“