გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას ხედავს.
შაპსი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენას ეწინააღმდეგება.
“მათთვის, ვინც არ ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ კი გავლენის გამოყენებით სხვა ქვეყნებში. რაც კარგი არ არის ამ სამყაროსთვის, კარგი არ არის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. ამგვარად, ვგმოთ ამ გავლენას და მხარს ვუჭერთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. პუტინმა სულ მცირე საქართველოს შემთხვევაში მაინც აჩვენა, რომ ის სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის”, - ამბობს შაპსი.
დღეს, 14 მაისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც საქართველოში თითქმის ერთი თვეა ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს. პარლამენტში განხილვის პარალელურად, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ.
ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო