გერმანელი მინისტრი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ბერბოკის სიტყვებით, ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ "ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს".
"რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად. ყველანი აპროტესტებენ მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი ფინანსდება საზღვარგარეთიდან.
კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს. ის თბილისის ქუჩებში ამ დემოკრატიულმა, ცოცხალმა და კრიტიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. და ხელისუფლების გადასაწყვეტია ამ ხმის მოსმენა", - წერ ბერბოკი.
ასევე ნახეთ სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტამდე, სადაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ კვლავ იმართება აქციაპარალელურად, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მორიგი აქცია იმართება თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. პროტესტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ. დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს - პლენარულ სხდომაზე ამ კანონის მესამე მოსმენა 14 მაისს არის დაგეგმილი.
ასევე ნახეთ გაფიცვას კონსერვატორიის სტუდენტებიც უერთდებიან - "არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსების შემლახავ სისტემას"ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხვალ პარლამენტი "მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით", მესამე მოსმენით მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს.
ასევე ნახეთ კობახიძე: მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით, პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს