უკრაინამ შეცვალა ხარკოვის ფრონტის მეთაური

გენერალი მიხაილო დრაპატი

უკრაინის მედია იუწყება, რომ ჩრდილო-დასავლეთის ხარკოვის ფრონტის დაცვის მეთაური გენერალი იური ჰალუშკინი პოსტზე შეცვალა გენერალმა მიხაილო დრაპატიმ.

11 მაისს მომხდარი ამ ცვლილების შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან უკრაინული ვებსაიტები RBK და Suspilne. ცვლილება მოხდა ხარკოვის რეგიონზე რუსეთის ძალების მხრიდან გაძლიერებული იერიშების ფონზე.

ცნობების თანახმად, დრაპატი შეინარჩუნებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ამჟამინდელ პოსტსაც. მანამდე დრაპატი ხელმძღვანელობდა ხერსონის რეგიონში მიმდინარე ოპერაციებს.

ასევე ნახეთ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური შეტაკებებია, რუსეთი მძლავრ იერიშებს ახორციელებს