სომხეთში ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ერევნის ცენტრში გამართულ აქციაში. აქციის მონაწილეები ითხოვენ გადადგნენ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ხელისუფლება, ბაქოსთან ტერიტორიის შესახებ შეთანხმების გამო.
არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც დემონსტრანტების ლიდერია და სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს, ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან მოუძღოდა წინ ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას - ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან მათ სომხეთი აკონტროლებდა.
სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი, ასევე - ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.
ასევე ნახეთ სომხეთის მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს საზღვრიდან ერევნისკენ