მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ შეტევას

ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზე.

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ბალისტიკური იარაღი გამოიყენა.

რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვს თითქმის ყოველდღე ბომბავს.

ასევე ნახეთ Reuters: გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება

30 აპრილი გლოვის დღეა უკრაინის ოდესის ოლქში, სადაც რუსეთის მიერ 29 აპრილს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.