„ეს ადამიანები თბილისის "დინამოს" სახელით, ისტორიული კლუბის სახელით, ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ თბილისის "დინამოს" სახელით, რა შუაშია თბილისის "დინამო", გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის "დინამოს" მფლობელი“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც პარლამენტში „აგენტების კანონის“ განხილვის დროს წერდნენ ფეისბუკში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს. საქართველოს პარტნიორები ამ კანონპროექტს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ „თქვენთანა ვართ, ნურაფრის ნუ გეშინიათ...“ - წარმატებული სპორტსმენების პოსტები ერთმანეთის მიყოლებით13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.
ასევე ნახეთ ხვიჩა კვარაცხელია: ევროპული გზა გვაერთიანებს!უფრო ადრე განცხადება გაავრცელა თბილისის "დინამომაც“: „ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია“.
იმის მიუხედავად, რომ თბილისის "დინამოს“ განცხადების მსგავსი პოსტები გაავრცელეს ნაკრების ფეხბურთელებმა და სხვა სპორტსმენებმა, პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ კლუბი გააკრიტიკა, წარმატებული სპორტსმენები კი - არა.
ასევე ნახეთ კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთებაწინა ხელისუფლებისა და თბილისის "დინამოს“ ხელმძღვანელების კრიტიკის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თბილისში ახალი აეროპორტის გვერდით ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება იგეგმება. აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს იქნება მშენებლობის დეტალური გეგმა, სამი წლის შემდეგ კი თბილისს ახალი აეროპორტი მოემსახურება.
ასევე ნახეთ ეკონომიკის მინისტრის ვარაუდით, თბილისის ახალი აეროპორტი 2028 წლის ბოლომდე აშენდება