ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკვე ჩამოაგდო საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე.
ისრაელელი ბლოგერები და ანალიტიკოსები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ჰაერში ცეცხლწაკიდებული დრონების ვიდეობს.
ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანი სერიოზულად გააფრთხილა.
ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რის თქმა სურს ირანისთვის, ბაიდენმა უპასუხა: „ნუ იზამთ“, და დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს.
„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ
ბაიდენის თქმით, მისი გზავნილი ირანის მიმართ არის - „ნუ იზამთ“თეთრმა სახლმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისრაელის ხალხთან დგას და ეხმარება მას თავდასხმისგან თავდაცვაში. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე მკვეთრად დაგმო ირანის ქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ისრაელისკენ მიმართული დრონების გადაჭერაში მონაწილეობდნენ. ირანიდან გაშვებულ დრონებს ირანამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. მათ გადაჭერაში, სავარაუდოდ, ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ.
უფრო ადრე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სავარაუდო იერიში შეიძლება იყოს კომბინირებული - თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოყენებით. დარტყმა შეიძლება მიმართული იყოს სამხედრო სამიზნეებზე. საჰაერო იერიშის სიმძლავრის შეფასება ამ დროისთვის რთულია, მაგრამ აშშ-ის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანი ABC-ს უთხრა, რომ ირანის საჰაერო იერიშში შესაძლოა, რომ 400-500 დრონი მონაწილეობდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ირანის მხრიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. მან ისრაელის მცხოვრებლებს მოუწოდა მკაცრად დაიცვან ლოგისტიკის სარდლობის ბრძანებები და ასევე განაცხადა, რომ თუ ირანი ისრაელს დაარტყამს, ეს შედეგების გარეშე არ დარჩება.
ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ცნობით 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკში, ირანის საელჩოს მახლობლად მდებარე შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა.
ირანის ცნობით თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა.
ირანის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ შურს იძიებს თავისი ოფიცრების, მათ შორის, IRGC-ის ორი გენერლის დაღუპვის გამო
ასევე ნახეთ
თეირანი საპასუხო ზომებით იმუქრება სირიაში ირანის საკონსულოს დაბომბვის გამო„შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და ის აუცილებლად განხორციელდება“, - თქვა IRGC-ის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ სოციალურ ქსელში დაწერა: "ბოროტი სიონისტური რეჟიმი დაისჯება."