Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის თქმით, მისი გზავნილი ირანის მიმართ არის - „ნუ იზამთ“


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, არ დაესხას თავს ისრაელს (ფოტო: 9 აპრილი, 2024 წელი)
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, არ დაესხას თავს ისრაელს (ფოტო: 9 აპრილი, 2024 წელი)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 12 აპრილს, რომ ის ირანისგან ისრაელზე თავდასხმას „უფრო ადრე მოელის, ვიდრე გვიან“ და გააფრთხილა თეირანი ასეთი ნაბიჯის გამო.

ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რის თქმა სურს ირანისთვის, ბაიდენმა უპასუხა: „ნუ იზამთ“, და დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა თქვა, რომ ის არ გაამხელს საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, თავდასხმა შეიძლება მოხდეს „უფრო ადრე, ვიდრე მოგვიანებით“.

ადრე აშშ-ის თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მა გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

XS
SM
MD
LG